"გედევან ფოფხაძესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ერთი მიზეზი იყო რეგლამენტის უხეში დარღვევა, მეორე კი - გუნდურობა" - ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 20:51, 03 Jan, 2019     757
„იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის გადაწყვეტილებას ჰქონდა ორი მიზეზე. ერთი იყო რეგლამენტის უხეში დარღვევა და ყველა კვალიფიციური იურისტი თანხმდება იმაზე, რომ რეგლამენტის უხეში დარღვევით იქნა არჩეული იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე ბატონო გედევან ფოფხაძე და მეორე პრობლემა იყო გუნდურობა - ეს იყო გუნდში განსახილველი საკითხი", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.


მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა მიღებულიყო იმიტომ, რომ არ არსებობს რეგლამენტის თანახმად ინსტანცია, რომელიც დაადგენს კომიტეტში თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევის ლეგიტიმურობას.

„აქედან გამომდინარე, ეს ხარვეზი უნდა გამოესწორებინა იმ ინსტანციას, რომელსაც შეეძლო. ეს იყო ამ შემთხვევაში ფრაქცია და ამ ორი მიზეზის გამო იქნა ფრაქციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კომიტეტიდან ბატონი გედევან ფოფხაძის გამოწვევის თაობაზე",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის თანამდებობიდან წასვლის დაკავშირება მოსამართლეების საკითხთან არის ან ინფორმაციის არქონის შედეგი ან პოლიტიკური სპეკულაცია.

„მე იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში ეს იყო ინფორმაციის არ ქონის შედეგი. რაც შეეხება ქალბატონი ეკა ბესელიას გადადგომას, როდის იყო ეს გადაწყვეტილი, რატომ და როგორ, ამაზე ჩვენ ნაწილობრივ გვქონდა უკვე საუბარი და შეგვიძლია უფრო დეტალურადაც ვისაუბროთ საზოგადოების წინაშე. რაც შეეხებ გედევან ფოფხაძის თანამდებობიდან წასვლას, ამის მიზეზები უკვე განვმარტეთ. ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ ან დაინტერესდით რა იყო მიზეზი და მიიღეთ მეტი ინფორმაცია ან თუ პოლიტიკური სპეკულაციაა, ჯობია პოლიტიკური სპეკულაცია არ განვახორციელოთ. ეს იქნებოდა ჩემი მოწოდება",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42