დავით ზალკალიანის შეფასებით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა იყო არა მხლოდ საქრათველოს, როგორც ევროპული კულტურისა და ფასეულობების მატარებელი ქვეყნის დემონსტრირების და პოპულარობის საუკეთესო მაგალითი, არამედ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი - „სწორედ ამას გულისხმბდა უმაღლესი კომისარი ფედერიკა მოგერინი, როდესაც მიმართა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნის ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას და აღნიშნა რომ ევროკავშირი არის იქ სადაც საქართველოა, სადაც საუბარია დემოკრატიაზე, ევროპულ ღირებულებებსა და ფასულობებზე“- განაცხადა ზალკალიანმა.
მისივე განცხადებით, მოგერინის აღნიშნული განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის განუხრელობას და წარმატებებს ამ გზაზე „ეს ჩვენთვის კიდევ ერთი აღიარებაა, აღიარება იმისა, რომ საქარველო განუხრელად ადგას ევროპული ინტეგრაციის გზას, განუხრელად იცავს ევროპულ ფასეულობებს და ამის ნათელი დადასტურება იყო ის უპრეცედენო ურთიერთობის მაღალი დონის ფორმატები, რომელიც გასულ წელს გვქონდა ევრკავშირთან, მხედველობაში მაქვს 21 ნოემბრის უმაღლესი დონის შეხვედრა, რაც იყო კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველო ევროკავშირის მხრიდან აღიარებულია როგრც ლიდერი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანებს შორის. წელს ჩვენ გვაქს უფრო მეტი ამბიციური გეგმა ევროკავსირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით, დასკვნით ფაზაშია „ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა“, ვემზადებით აღმოსავლეთ პარტნირბის 10 წლისთავისათვის, რომელსაც მიეძღვნება ბათუმის კონფერენცია; საქართველო ასევე მიიღებს მონაწილეობას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მზგავს მასშტაბურ ღონისძიებებში, მოგეხსენებათ, რომ საქართველო მონაწილეობას მიიღბს ევრპალიას ფესტივაში 2022 წელს, ყოველივე ეს მიუთითებს რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია“-განაცხადა მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






