"ეს გადაწყვეტილება არის წყალგამყოფი" - "ქართული ოცნების" წევრებს შორის დაპირისპირება გრძელდება (ვიდეო)
პოლიტიკა - 19:52, 03 Jan, 2019     1396

„ქართული ოცნების“ წევრის, ე.წ „ძველი გუნდის“ წარმომადგენლის ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხი წყალგამყოფად იქცა იმ ადამიანებს შორის, ვისაც ჯალათი მოსამართლეების ისევ სასამართლოში ხილვა სურდს და ვისაც არ სურს, ამას უკავშირებს გოგიჩაიშვილი დღეს გედევან ფოფხაძის იურიდიული კომიტეტიდან გაწვევასაც.

„ეს გადაწყვეტილება არის წყალგამყოფი იმისა, რომ იმ ადამიანებს, ვისაც უნდათ, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძე-ადეიშვილის-სააკაშვილის ჯალათები იხილონ მოსამართლეებად და იმ ადამიანებს შორის, ვისაც არ უნდათ, რომ ეს ადამიანები იქ იხილონ . ამ პარლამენტში, ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილი, ადეიშვილის ჯალათი მოსამართლეები უზენაეს სასამართლოს უვადო მოსამართლეები ვერ გახდებიან“- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ე.წ. ახლების თქმით, გედევან ფოფხაძის კომიტეტიდან გარიცხვა არ უკავშირდება მოსამართლეების სიას და ის პროცედურულმა დარღვევებმა გამოიწვია.

„ახლა ვსაუბრობთ, რაღაც თემა უნდა მიეკეროს თუ არა მეორე თემას, არგუმენტები და ემოციები ვნახეთ. არგუმენტებით ეს თემა იმ თემას, რაზეც საუბრობთ, არ ეკერება, თუ ემოციები გნებავთ, პირადად ჩემი, მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც იმის გამო, რომ თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმს შევეწინააღმდეგე, პატიმრობა შემიფარდეს მუხლზე, რომელზეც კანონი არ ითვალისწინებდა პატიმრობას. ამიტომ მე რაღაცებს ვერავინ დამაბრალებს ადვილად. გთხოვთ, საზოგადოება შეცდომაში არ შევიყვანოთ, რაღაც თემა, რომელიც არ იყო დაკავშირებული მეორესთან, ძალით ჩვენ თვითონ არ მივაკეროთ.“- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

დეპუტატმა რომან კაკულიამ ლევან გოგიჩაიშვილს ბარიერების არგავლებისკენ მოუწოდა.

„გამივლე უკვე შენ მე ზღვარი და მითხარი, რაღაც ზღვარის იქეთ ვარ თუ აქეთ, ამ დროს მე ჩემს ზღვარს ვპოულობ და ვიპოვი მომავალშიც,“- განაცხადა კაკულიამ.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42