საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა ვაკანტურია. გედევან ფოფხაძეს კომიტეტმა უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყვიტა. ფოფხაძე ამ ეტაპზე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განმარტებით, კომიტეტის პირველი მოადგილის დასახელების შესახებ გუნდი იმსჯელებს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული.
„მართალია კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დასახელების უფლებამოსილება კომიტეტის თავმჯდომარეს აქვს, მაგრამ ეს უნდა იყოს აუცილებლად გუნდთან შეთანხმებული და გუნდის მიერ გადაწყვეტილი პირველი მოადგილე, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში ხდებოდა, გარდა წინა ერთი შემთხვევისა, გამონაკლისისა,“- განაცხადა სოფო კილაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






