შეწყალების კომისია რამდენიმე წევრმა დატოვა, მათ შორის ეკა გიგაურმა და კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ.
გიგაურმა ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ დაწერა:
“შეწყალების კომისიის განახლებას აპირებს პრეზიდენტიო, მაგრამ ერთი უზუსტობაა - მე ჯერ კიდევ მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს, კომისიის ბოლო სხდომის შემდეგ ნოემბერში თავად დავწერე განცხადება ( კომისიის სხვა რამდენიმე წევრიც აპირებდა იგივეს თუ არ ვცდები ) და 5 წლიანი მუშაობის შემდეგ დავტოვე კომისია. ამიტომ ალბათ, უფრო შევსებას აპირებს პრეზიდენტი კომისიის განახლებასთან ერთად.
წარმატებას ვუსურვებ კომისიის ახალ წევრებს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ამ კომისიაში მუშაობა, რადგან გადაწყვეტილებას იღებ იმაზე, მისცე თუ არა ცხოვრების ახლებურად გაგრძელების შანსი კონკრეტულ ადამიანებს ისე, რომ არ იცი ამ შანსს გამოიყენებენ თუ არა.
აქვე ძალიან დიდ მადლობა მინდა გადავუხადო ზვიად ქორიძეს! მგონია, რომ ის იყო ყველაზე გამორჩეული კომისიის თავმჯდომარე“, - წერს ეკა გიგაური.
მასალის გამოყენების პირობები






