"რაღაც ჯგუფმა ჩემთან ომი გადაწყვიტა..."- ბესელია ქრთამთან დაკავშირებით სკანდალურ ბრალდებას პასუხობს
პოლიტიკა - 12:48, 03 Jan, 2019     2526

„ოცნებასთან“ დაახლოებული პირის, გია აბაშიძის მიერ გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ეკა ბესელიამ ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილისგან დიდი ოდენობით ქრთამი აიღო, რათა მისი ბიზნესის პრობლემები მოეგვარებინა და სასამართლოში ლობირება მოეხდინა, თავად ეკა ბესელია უარყოფს და პროვოკაციას უწოდებს. ბესელია დარწმუნებულია, რომ გია აბაშიძე კონკრეტული ჯგუფის დავალებას ასრულებს. ბესელია ამ დროისთვის, საქართველოში არ იმყოფება, მისი თქმით ის სამსახურეობრივი ვიზიტით დიდ ბრიტანეთშია წასული.

„ეს იმდენად დიდი აბსურდია, ისეთი სიგიჟეა და ისეთი სამარცხვინო რაღაცაა, რაც გია აბაშიძემ დაწერა, რომ საერთოდ შინაარსში ვერ შევალ. მაგრამ რა არის ამ ყველაფრის პოლიტიკური მხარე ამას ვხვდები, ჯერ ერთი გია აბაშიძე არ არის უცხო ადამიანი, ის ოფისში ტრიალებს და შიგნით მუშაობს პიარის თუ პრესის ჯგუფთან, თუ ექსპერტების ჯგუფთან, მისგან მიკვირს ვინ დაავალა ასეთი რამის დაწერა, რაღაც ბმას ვხედავ იმაში, რომ დაახლოებით 2-3 დღის წინ მითხრეს, რომ რაღაც პროვოკაცია მზადდებოდა და არ ვიცოდი შინაარსი. რაღაც ახსენეს ეს გვარი და უბრალოდ გამეცინა ამაზე, იმიტომ რომ არ ვიცნობ ამ ადამიანს პირადად და ჩემი კომენტარები ბოლო პერიოდის გახმაურებულ საქმეებზე, რომელიც უკავშირდება ოქუაშვილის გამოსვლებს, იყო ძალიან კრიტიკული... გია აბაშიძე მე მყავს ნანახი ჩვენს ოფისში და ამიტომ მე მგონია, რომ მას ეს დავალება მისცეს, ეს უნდა გავარკვიო, ფორმა კომიკურია, სადღაც რაღაცა მოუყვნენ ვაკეში, გიასგან მიკვირს, ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ არც ასეთ ადამიანად არ ვიცნობ. დარწმუნებული ვარ ეს დავალებაა, ვინ დაავალა ამას გავარკვევ. არ მინდა დავიჯერო, რომ ეს არის ის ფორმა და გზა, რომლითაც რაღაც ჯგუფმა ჩემთან ომი გადაწყვიტა“- განაცხადა ეკა ბესელიამ რ2-თან სატელეფონო საუბრისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42