„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ფრაქციის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება. სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრის ფარგლებში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე გაიმართება მსჯელობა.
რაც შეეხება ეკა ბესელიას საკითხს, ოხანაშვილის თქმით, იგი წინასწარ შეფასებებს ვერ გააკეთებს:
„ჩვენი გუნდის წევრთან დაკავშირებით წინასწარ შეფასებებს არ გავაკეთებ, ეს არ იქნება გუნდური თამაში. ჩვენ მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, გუნდის შიგნით, ფრაქციის ფარგლებში, გვექნება მსჯელობა, ასე რომ, რასაც მივიჩნევთ საჭიროდ, რომ საზოგადოებას უნდა ვუთხრათ და მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოებისთვის, რომ იცოდეს, ჩვენ ამის შესახებ შეხვედრის შემდგომ გავავრცელებთ ინფორმაციას,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






