"სიახლე, სიმშვიდე, მოთმინება, სიხარული, სიყვარული სუფევდეს საქართველოში და მთელ მსოფლიოში" - პატრიარქის საახალწლო მილოცვა
პოლიტიკა - 11:28, 01 Jan, 2019     1920

ახალი 2019 წელი მიულოცა საქართველოს მოქალაქეებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია მეორემ.

„ყველას მოგესალმებით, ღმერთმა დაგლოცოთ. გილოცავთ ახალ წელს. წმინდა მეფე დავით წინასწარმეტყველი ამბობს - „მაუწყე მე, უფალო, გზა“. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ამბობს - „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“. ამ გზას უნდა დაადგეს ყოველი ადამიანი. ძალიან ხშირად ადამიანი ეცემა, ცოდვას აკეთებს, მაგრამ ცოდვასთან ერთად დგას სინანული, აღსარება. აღსარება სწმენდს, კურნავს ადამიანს. „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“. ყოველმა ადამიანმა დიდება შესწიროს უფალს, რომ მშვიდობა დაიმკვიდროს. ადამიანი ეცემა, მაგრამ ღმერთი აძლევს ძალას, მადლს. ისევ დგება და ისევ აგრძელებს თავის ცხოვრების გზას. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველმა ადამიანმა მიაღწიოს სასუფეველს. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ახალ წელს. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ცუდი წავიდეს ამ ძველ წელთან ერთად. სიახლე, სიმშვიდე, მოთმინება, სიხარული, სიყვარული სუფევდეს საქართველოში და მთელ მსოფლიოში. კურთხევა უფლისა თქვენზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“, - განაცხადა პატრიარქმა ერისადმი მიმართვისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42