ბიუროს სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს, რომ გედევან ფოფხაძე რეგლამენტის დარღვევით აირჩიეს, იურიდიული კომიტეტის უკვე ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია ეხმაურება.
„რეგლამენტის დარღვევა იყო ახლა ბიუროზე, როდესაც იმის ნაცვლად, რომ ბიუროს ეს ცნობად მიეღო, განმარტებები გაკეთდა. რეგლამენტი არ ითვალისწინებს, რომ რომელიმე კომიტეტის თავმჯდომარეს, თუნდაც საპროცედურო საკითხთა კომიტეტი იყოს, გააკეთებინოგანმარტებები ამ გადაწყვეტილებაზე. ასეთი რამ რეგლამენტში არ წერია, ამიტომ მე ყველას ვურჩევ, რომ რეგლამენტს თავად სცეს პატივი მან, ვინც სხვას მიუთითებს დარღვევაზე. მე რეგლამენტის ყველა პუნქტს ვიცნობ, ყველაფერი გავლილი იყო და უბრალოდ, შეიძლება ვიღაცისთვის სიურპრიზი იყო,"- განაცხადა ბესელიამ.
რეგლმენტის დარღვევაში ბესელია დღეს პარლამენტი თავმჯდომარე კობახიძემ, ასევე თანაგნდელებმა დავით მათიკაშვილმა და გიორგი კახიანმა დაადანაშაულეს.
მასალის გამოყენების პირობები






