"მეუფემ იაკობმა ისაუბრა ძალიან არაადეკვატურად, როგორც სასულიერო, ისე საერო თვალსაზრისით... წარმოაჩენს რა არასახარბიელო მდგომარეობაშია თავად და საპატრიარქო"- მეუფე პეტრე ქორეპისკოპოსის განცხადებებზე
პოლიტიკა - 13:20, 31 Dec, 2018     1975
პატრიარქის ქორესპისკოპოსის, მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ჭყონდიდის მიტროპოლიტი გამოეხმაურა. მეუფე პეტრეს თქმით მეუფე იაკობის სიტყვები ღიმილისმომგვრელია და ცხადყოფს, როგორც მეუფე იაკობის, ასევე საპატრიარქოს არასახარბიელო მდგომარეობას.


„ღიმილის მომგვრელია მუქარას, რაც შეეხება და მინდა გითხრათ, რომ მუქარის ეშინია მხოლოდ ადამიანს, რომელსაც არ აქვს შიში ღვთისა. განცხადებები გუშინ მოსმენილი ბოდბელი ეპისკოპოსისა, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს რა არასახარბიელო მდგომარეობაში, სამწუხარო მდგომარეობაში იმყოფება თავად და ასევე საპატრიარქო, რომლის სახეც არის ის ამ შემთხვევაში, როგორც ქორეპისკოპოსი. მეუფემ ისაუბრა ძალიან არაადეკვატურად, როგორც სასულიერო, ისე საერო თვალსაზრისით,“ - განაცხადა მეუფე პეტრემ რუსთავი2-თან.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა 2 დღის წინ რამდენიმე სკანდალური განცხადება გააკეთა. მათ შორის ის რომ თუ გიორგი გახარია პრემიერი გახდება, ეკლესიასთან მთავრობას დიდი პრობლემა ექნება. ასევე მისი მუქარის სამიზნე გახდა მეუფე პეტრეც -სინოდის სხდომაზე „ციანიდის საქმის“ არგანხილვის გამო, მეუფე პეტრე ცაავას მხრიდან პატრიარქის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას, ქორეპისკოპოსი იაკობისგან მუქარა მოჰყვა. ბოდბელი ეპისკოპოსი, ჭყონდიდელ მიტროპოლიტს უავტორიტეტოს უწოდებს და აცხადებს, რომ ის მას „გასაკეთებელს გაუკეთებს“, ასევე პატრიარქის ქორეპისკოპოსი ერთ-ერთ ბიზნესმენს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა, მეუფე იაკობის თქმით, სწორედ ეს ბიზნესმენი იყო მისული პატრიარქთან და გადადგომისკენ მოუწოდა. ბოდბელი ეპისკოპოსის თქმით ის პატრიარქისგან ნებართვას ელოდება, რომ ის ბიზნსმენი „ცემოს და ცუდ დღეში ჩააგდოს“:





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42