საოკუპაციო რეჟიმმა აფხაზური მონეტების ამერიკულ ჟურნალში დაბეჭდვისთვის ფული გადაიხადა
პოლიტიკა - 19:08, 30 Dec, 2018     785

ამერიკულმა ჟურნალმა WORLD COINS (მსოფლიოს მონეტები) წლის კატალოგში აფხაზეთში მოჭრილი მონეტების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყნად არის მოხსენიებული. ინფორმაციას livepress.ge ავრცელებს.

Livepress-მა აღნიშნული ჟურნალისგან განმარტების სახით მიიღო ინფორმაცია, რომ ახალი კატალოგის რვა გვერდში, რომელიც სარეკლამო სივრცეებია, დე ფაქტო რესპუბლიკამ თანხა გადაიხადა.

„კორპორაცია F+W Media ყიდის სარეკლამო სივრცეს მსოფლიო მონეტების სტანდარტული კატალოგის პრიალა გარეკანის შიდა მხარეს. მსოფლიო მონეტების სტანდარტული კატალოგის 2001-2019 წლის მე-13 გამოცემაში, აფხაზეთის ბანკმა შეისყიდა სივრცე 8 გვერდიანი რეკლამისთვის, 2008-2016 წლებში მათ მიერ გამოცემული მონეტების წარმოსაჩენად. ამ რეკლამით ილუსტრირებულ იქნა აფხაზეთის მიერ გამოცემული მონეტების ძალიან მცირე ნაწილი“, - აცხადებს ჟურნალის რედაქცია.

მათივე განმარტებით, მხოლოდ „აფხაზეთის ბანკის“ მიერ ნაყიდ გვერდებზე გვხვდება ისტორია და აფხაზეთის ამჟამინდელი სტატუსი, მსოფლიო მონეტების სტანდარტული კატალოგის 2001 - მე-13 გამოცემაში კი არსად მოიპოვება ჩანაწერი, სადაც აფხაზეთი მოხსენიებულია, როგორც დამოუკიდებელი ერი.

ჟურნალის რედაქციაში აღნიშნავენ, რომ მსოფლიო მონეტების სტანდარტული კატალოგი არ უზრუნველყოფს აფხაზეთის მონეტების სტანდარტულ ჩამონათვალს, სადავო რეგიონის სუვერენიტეტის საერთაშორისო დონეზე აუღიარებლობის გამო.

სამაგიეროდ, აფხაზეთის შესახებ ინფორმაციას ვერ ნახავთ pdf ფაილში, რომელიც „ლაივპრესს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა. მათ თავდაპირველად გვითხრეს - ფოტოები და ვიდეო, რომელიც დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენელმა გამოაქვეყნა, სინამდვილეს არ შეესაბამებოდა, თუმცა ამერიკული ჟურნალისგან მიღებული პასუხის შემდეგ, მათ ინფორმაციის უტყუარობა დაადასტურეს.

„კომპანიასთან თავიდანვე ჰქონდა კომუნიკაცია საქართველოს საელჩოს აშშ-ში, და ეს კომუნიკაცია დღესაც გრძელდება. მათ ჩვენთანაც დაადასტურეს, რომ სარეკლამო ადგილი შეიძინა აფხაზეთის ბანკმა, მაგრამ ახლა ის არის დასადგენი, როგორ იურიდიულ სუბიექტთან გაფორმდა შეთანხმება. მუშაობა ამ საკითხზე გრძელდება“, - გვითხრეს სამინისტროში და აღნიშნეს, რომ მათ მიერ მოპოვებულ კატალოგის pdf ფაილს არ ჰქონდა ის სარეკლამო გვერდები, რაც ბეჭდურ ვერსიაში გამოქვეყნდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42