ავტოფარეხში დარეგისტრირებულმა კომპანიამ მერიისგან მილიონნახევრის ტენდერი მიიღო - ლევან ხაბეიშვილი
პოლიტიკა - 12:23, 30 Dec, 2018     1366

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერიის კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. მისი ინფორმაციით, მაღალჩინოსნები საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანიებს, დიდბიუჯეტიანი პროექტების განხორციელებას ავალებენ.

საუბარია ვარკეთილის ხიდების რეაბილიტაციაზე, რომელსაც შპს "პასაჟს" უნდა განეხორციელებინა. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, აღნიშნულ კომპანიას ჯერ კიდევ 20 ნოემბერს უნდა დაესრულებინა სამუშაოები, რისთვისაც მიიღო კიდეც 1.5 მლნ. ლარი. თუმცა სამუშაოები კვლავაც არაა ჩაბარებული.

კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა, კახი კალაძემ ჯერ კიდევ 25 დეკემბერს აღიარა, თუმცა, იმავე დღეს, ზუსტად იმავე კომპანიას კიდევ ერთი, 162 000 ლარიანი კონტრაქტი ამჯერად კრწანისის მერიამ გაუფორმა. ოპოზიცია მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსისა და კრწანისის გამგებლის გადადგომას ითხოვს და აცხადებს, რომ კომპანიას დისკვალიფიკაცია უნდა მიეცეს.

„როგორ მოხდა, რომ ავტოფარეხში დარეგისტრირებულმა კომპანიამ, რომელიც ხელშეკრულებამდე რამდენიმე თვით ადრე დარეგისტრირდა მიიღო მერიისგან მილიონ ნახევრის ტენდერი. პლიუს ამას, როდესაც დედაქალაქის მერი ამბობს, რომ ეს კომპანია არის ცუდი, უხარისხოდ ასრულებს სამუშაოებს, ასევე ვერ აკეთებს იმ ნაკისრ ვალდებულებებს რაც ხელშეკრულებაში წერია, რატომ მოხდა, რომ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, ტენდერის გარეშე ასევე მერიისგან, კონკრეტულად ჩუღურეთის გამგეობისგან, ნაძალადევის გამგეობისგან მიღებული აქვს ხელშეკრულებები. ჯამში ამ კომპანიას, ამ მილიონ ნახევრის გარდა მიღებული აქვს მილიონ ორასი ათასი ლარის ხელშეკრულება და აქედან ნახევარ მილიონ ლარზე მეტი მიღებული აქვს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით. ჩვენ მოვითხოვთ, როგორც პირველი შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელია ბატონი პაპავა თანამდებობა დატოვოს. და მეორე მნიშვნელოვანი, გამგებლებმა როლებიც მერია ამბობს, რომ ცუდი კომპანიაა და ამ დროს ეს ხალხი უფორმებს ხელშეკრულებას ტენდერის გარეშეც მნიშვნელოვანია დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხიც,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42