ადგილზე მივიდნენ "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლები, რომლებმაც დაზიანებული ხიდის ფილაზე სტიკერი წარწერით: "ფრთხილად სახიფათოა" გააკრეს. ისინი მოუწოდებენ მერიას, დადგან გამაფრთხილებელი ნიშნები, რომ მოქალაქეები მდინარეში არ ჩაცვივდნენ.
ქუთაისის მერიაში არ გამორიცხავენ, რომ ხიდი ხელოვნურად დააზიანეს, თუმცა, ქალაქის მერი აცხადებს, რომ კომპანიამ, რომელსაც ხიდის რეაბილიტაცია ევალებოდა, სამუშაოები ხარვეზებით შეასრულა და თანხის ნაწილი დაუკავეს, ახლა კი ჩარიცხულის ნაწილის უკან დაბრუნებას ითხოვს. ასევე მიმართეს სასამართლოს კომპანიის 200 ათასი ლარით დაჯარიმების მოთხოვნით.
თეთრი ხიდი მიმდინარე წლის 2 ნოემბერს საზეიმოდ გაიხსნა, თუმცა, გახნსიდან ორ დღეში ხიდზე რკინის ფილა ქარმა დააზიანა.
ქუთაისის მერიამ "ალმა რუსს", რომელმაც ხიდის რეაბილიტაცია განახორციელა, სამუშაოების უხარისხოდ შესრულების გამო ხელშეკრულება გაუწყვიტა.
ქალაქის მერმა კი წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ხიდზე არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად ტენდერი გამოცხადდება.
ხიდის რეაბილიტაციისთვის 436 ათასი ლარი იყო გამოყოფილი.
ფოტო - .kutaisipost.ge
მასალის გამოყენების პირობები






