აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით დაბა სურამში, სანატორიუმ „მზიურსა“ და „სურამში“ მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლომია და წარმომადგენლობის თანამშრომლები ესტუმრნენ, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და სადღესასწაულო ნობათები გადასცეს.
მიმდინარე წლის 26 დეკემბერს დაბა სურამში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის გეგმიური უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაატარა. სურამში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაიაც იმყოფებოდა, რომელიც დევნილ მოსახლეობას შეხვდა, მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას გაეცნო და დევნილებს მის ხელთ არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, პრობლემების მოგვარებას, გარკვეულ საკითხებში კი საქართველოს ცენტრალური მთავრობის შესაბამის სტრუქტურებთან შუამდგომლობას დაპირდა.
მასალის გამოყენების პირობები






