როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, კომიტეტის სხდომაზე მინისტრი მიწვეული არ ყოფილა.
"აღსანიშნავია, რომ დღეს, 18:00 საათზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტში ჩანიშნული იყო სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამსახურის საქმიანობის ანგარიში - მოსმენა, რის შესახებაც პარლამენტის ვებ გვერდზე განთავსებული იყო ინფორმაცია. სამინისტრომ გამოთქვა მზაობა, ანგარიში ჩაებარებინა შესაბამისი კომიტეტისთვის, რისთვისაც შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი გამოცხადდა მოსმენაზე ანგარიშის ჩასაბარებლად. სამწუხაროდ, კვლავ გამოჩნდა, რომ დეპუტატების ნაწილს არ აინტერესებს საქმესთან დაკავშირებული დეტალები, მათი მხრიდან კვლავ განმეორდა ზუგდიდის მეექვსე სკოლის საკითხის პოლიტიკური ზრახვებისთვის გამოყენება და ამ ტრაგედიით მანიპულირება" - აღნიშნულია განცხადებაში.
პარლამენტში განათლების კომისტეტის სხდომაზე მინისტრი არ იმყოფებოდა, რასაც საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხატია დეკანოიძის თქმით, ბათიაშვილი პასუხსმგებლობას გაურბის და რაც მისი მხრიდან ლაჩრობაა.
მასალის გამოყენების პირობები






