იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდება.
მისი თქმით, თუ მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა აუცილებლად გასცემს და ეს არც თუ ისე ტკბილი იქნება.
„რომ ვხვდებით ეგ კი არ არის გასაკვირი, რომ არ შევხვდეთ ის არის გასაკვირი იმდენი საკითხია გასავლელი, კონსულტაციები აუცილებელია იმიტომ, რომ ამ წუთას არის შექმნილი ვითარება ისეთი, რომ იურიდიულ კომიტეტს არ ეყოლება ორშაბათიდან არც თავმჯდომარე და არც პირველი მოადგილე. ჩემი განცხადება ბიუროს ექნება უკვე ორშაბათსვე, მაგრამ იქამდე პირველი მოადგილის საკითხი არის გასარკვევი იმიტომ, რომ მან უნდა შეასრულოს თავმჯდომარის მოვალეობა იქამდე, ვიდრე თავმჯდომარეს ავირჩევთ პლენარულ სესიაზე, ეს იქნება საგაზაფულო სესიაზე, თებერვალში, საბოლოოდ მოხდეს სწორედ ამ პროცესის ისე წარმართვა, რომ კრიტერიუმები დადგინდეს, კანონში ცვლილება შევიდეს და გადაწყვეტილებები სამართლიანი იყოს მიღებული,თუ მომიწევს რაღაცებზე პასუხის გაცემა და თუ ამის აუცილებლობის წინაშე დავდგები, რომ იქნება ისეთი გამონათქვამები, რომელიც არ იქნება რეალური და სიმართლე, მე მომიწევს ამაზე პასუხის გაცემა და ჩემი პასუხი არ იქნება ტკბილი" - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






