ეკა ბესელიას გადაწყვეტილება იურიდიულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეობაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთო კახიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ჭარბი ნდობა დაკარგა. მისი თქმით, ბესელიას გადაწყვეტილება არ უკავშირდება მოსამართლეთა გამწესების საკითხს:
„ივანიშვილის მიმართვა, რომელიც გავრცელდა პირველ და მეორე ტურებს შორის და ის სახე რომელიც მას ჰქონდა.ამ მიმართვამ ბევრი რამე შეცვალა- მათ დაინახეს, რომ შეიძლება დამარცხდნენ. მათ დაინახეს, რომ ივანიშვილიც შეიძლება იყოს შეშინებული და დამარცხებული და ეს პერსპექტივა საკმაოდ რეალისტურია, ამიტომ ქართულ ოცნებაში ასეთი მონოლითურობა აღარ იქნება. ისინი საკუთარი კერძო ინტერესების გატარებას დამოუკიდებლად შეეცდებიან და აღარც ივანიშვილს აქვს ისეთი ჭარბი ნდობა გუნდის შიგნით, როგორიც ჰქონდა. ამ მოსამართლეთა დანიშვნის შესახებაც მას უკან დახევა მოუწია, გუნდის შიგნიდანაც მას გაუბედეს ხმის ამოღება, იმიტომ რომ მას აღარ აქვს ისეთი გავლენა"-აცხადებს კახიძე.
მასალის გამოყენების პირობები






