ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. აღნიშნულს შეფასბეები მოჰყვა,მათ შორის ოპოზიციაშიც. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, ეკა ბესელიას წასვლა დიდი ხნის წინ იყო დაანონსებული და ეს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო:
"რეალურად აქ არაფერი იმალება, დაახლოებით ორი თვის წინ ამბობდნენ, რომ ეკა ბესელიას გაუშვებდა ივანიშვილი და მის ნაცვლად დაინიშნებოდა სხვა, გვარი და სახელიც იყო დასახელებული, გადაწყვეტილებას ღებულობს არა ცალკეული დეპუტატი, არამედ ივანიშვილი.
დაპირისპირებულ ამ ორ ბანაკს შორის ეტყობა გაიმარჯვა ერთმა მეორეზე, გამარჯვებისთვის მთავარი ინსტრუმენტი არის ვინ უფრო კარგად და დამაჯერებლად დააბეზღებს მოწინააღმდეგე მხარეს ივანიშვილთან.
როგორც ჩანს ქალბატონმა ეკა ბესელიამ განიცადა მარცხი. დაემთხვა სასამართლოების საკითხი, პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, შეიქმნა ამაზედ ლეგენდა, რომ მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით თვითონ მიდის, მაგრამ მას არ უნდოდა ჰქონოდა გაგდებულის იარლიყი,"-ამბობს რომან გოცირიძე.
მასალის გამოყენების პირობები






