გურიის გუბერნიაში ჯილდო-დანამატების სახით, საახალწლოდ 35 ათასამდე ლარი გაიცა.
ყოველთვიურად განსაზღვრული სახელფასო სარგოს გარდა, თვის ბოლოს გუბერნიის 22-მა თანამშრომელმა დამატებითი თანხებიც მიიღეს.
როგორც გუბერნიის პრესცენტრში გვითხრეს, ჯილდო თითოეულ თანამშრომელზე მათ მიერ გაწეული შრომის შეფასების მიხედვით გაიცა.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პროფესიულ საჯარო მოხელეებზე, 2018 წლის მოხელის შეფასების შედეგების გათვალისწინებით 22 თანამშრომელზე გაიცა ჯილდო. რწმუნებულის მოადგილეებზე 2018 წლის 30 ნოემბრის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ განხორციელებული ზეგანაკვეთური სამუშაოს (მათ შორის ღამის საათები, დასვენების დღეები) შესრულებისთვის სახელფასო დანამატი. სულ ჯამში: 34, 770 ლარი. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პროფესიული საჯარო მოხელეებზე: 23, 990 მოადგილეებზე: 6, 700 შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულებმა: 4, 080 გურიაში სახელმწიფო რწმუნებულს თანხა არ აუღია-გვითხრეს გუბერნიის პრესცენტრში.
მასალის გამოყენების პირობები






