„აშკარად დადგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მხარეს“ - თეოლოგების კრიკიტა წმინდა სინოდს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე
პოლიტიკა - 12:48, 28 Dec, 2018     1017

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია და საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილება - გუშინ საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. თეოლოგები წმინდა სინოდს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

ისინი მიიჩნევენ, რომ წმინდა სინოდის თავშეკავება აღნიშნულ საკითხთან მიმართებით სამარცხვინოა. თეოლოგების განმარტებით, მღვდელმტავრების მიერ გუშინ გამოტქმული განცხადებებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამდენად დიდია რუსეთის გავლენა საქართველოს ეკლესიაზე.

„საქართველოს წმინდა სინოდში მძლავრია პრორუსული ფრთა, ეს ერთი. მეორე, არაფერია ნათქვამი უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით და ამავდროულად საუბარია იმაზე, რომ უკრაინაში ვითარება არის დაძაბული და გახლეჩილია იქ ერი, მრევლი და ა.შ. მესამე უმნიშვნელოვანესი მომენტი გახლავთ ის, რომ საქართველოს წმინდა სინოდი, როგორც ყოველთვის, უმნიშვნელოვანესი ისტორიული გადაწყვეტილებების და საკვანძო მომენტების დროს გაექცა პასუხისმგებლობას რეალურად და ამ შემთხვევაში გაექცაზე უარესი გააკეთა, ის აშკარად დადგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მხარეს. ეს არის აბსოლუტურად უგონო გადაწყვეტილება, ეს არის არაგონივრული როგორც ისტორიულ, ასევე სახელმწიფოებრივ პრიზმაში და ეს არის დიდი სირცხვილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის,“ - განაცხადა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიის დირექტორმა გოჩა მირცხულავამ.

თეოლოგი, გიორგი თიგინაშვილი ამბობს, რომ უკრაინის ავტოკეფალიის მხარდაჭერასთან დაკავშირებით წმინდა სინოდში პოზიციები ორად იყოფა:

„თუკი საქართველოს ეკლესია უკრაინას დაუჭერს მხარს იმის შემდეგ, როცა გადაეცემა ტომოსი 6 იანვარს საზეიმო ვითარებაში, ეს იქნება გმირობა და გარკვეულწილად გააქარწყლებს იმ ეჭვებს, წარმოდგენებს თუ სტერეოტიპებს საქართველოს ეკლესიასთან დაკავშირებით, რაც არსებობს საერთაშორისო თუ ადგილობრივ საზოგადოებაში. ხოლო იმ შემთხვევაში თუკი ჩვენ არ დავუჭერთ და ვიქნებით დესტრუქციულები, ეს იქნება ძალიან არამართლზომიერი, არაკორექტული და უსამართლო ნაბიჯი. წმინდა სინოდშიც არ არსებობს ცალსახა პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან როგორც წესი, ჩვენ გვყავს რუსოფილური ორიენტაციის, იმპერიალისტური ზრახვების მღვდელმთავრები ხშირ შემთხვევაში, ხოლო ისინი, ვინც ჯანსაღად, ობიექტურად, კანონიკურად აზროვნებენ ჩრდილქვეშ და ფაქტობრივად, უუფლებონი არიან,“ - განაცხადა გიორგი თიგინაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42