მესამე სექტორის შეფასებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხმაურიანი გადაწყვეტილება კლანური მმართველობის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯია.
ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერი გიორგი გვილავა მიიჩნევს, რომ პარლამენტმა საფუძვლიანი ცვლილებები უნდა განახორციელოს, რათა შეიზღუდოს გარკვეული ჯგუფების უკონტროლო ძალაუფლება.
„ზოგადად ამ ჯგუფს ბევრი პრობლემა ახასიათებს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მათი მოძლიერება ნაწილობრივ ხელისუფლების ბრალიც არის, იმიტომ რომ მათ კავშირები აქვთ ხელისუფლების ნაწილთან და ამ კავშირებმა პარლამენტში ვერ ,გაამართლა იმიტომ რომ გამოჩნდა მეორე ჯგუფი, რომელიც დაუპირისპირდა ამ პროცესს. ისინი ამ კავშირებს მომავალშიც გამოიყენებენ, ახლა მთავარია პარლამენტმა გააცნობიეროს, რომ მნიშვნელოვანია სერიოზული და საფუძვლიანი ცვლილებები და მნიშვნელოვანია ამ ჯგუფების უკონტროლო ძალაუფლების შეზღუდვა,“-ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერი გიორგი გვილავა.
ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოში უვადოდ გამწესდა.
მასალის გამოყენების პირობები






