ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორზე განხორციელებული შესაძლო პოლიტიკური ზეწოლა - საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს განათლების კომიტეტის წევრები განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენლებისგან ახსნა-განმარტებებს მოისმენენ. კომიტეტის სხდომაზე დასწრებას ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელიაც გეგმავს. შენგელია დაწყებულ გამოძიებას უნდობლობას უცხადებს
"კითხვები იქნება კონკრეტული, თუ რატომ მოხდა 8 ნოემბერს, მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე ერთი დღის განმავლობაში ანონიმური განცხადების შესვლა, მინისტრის ბრძანების ხელმოწერა, აუდიტის სამსახურის ორი პირის ზუგდიდში გამოგზავნა. იმ დასკვნას და ამ პროცესს, რაც მე მთლიანად, რაც განათლების სამინიტროს ჩაატარა, რა თქმა უნდა, არ ვენდობი და ზუსტად ამიტომ გვაქვს მათ მიმართ ეს კითხვები და ველოდებით უკვე კონკრეტულ პასუხებს," - აცხადებს შენგელია
მასალის გამოყენების პირობები






