„ოცნების“ უმრავლესობა იშლება - დიდი ომი მმართველ გუნდში
პოლიტიკა - 10:37, 28 Dec, 2018     6523
2018 წელს „ოცნება“, პრაქტიკულად, დაშლით ასრულებს - უვადო მოსამართლეების სია მმართველ გუნდში განხეთქილების ვაშლად იქცა. კულუარებში „ნიუპოსტს“ ეუბნებიან, რომ „ოცნებამ“ შესაძლოა, უმრავლესობაც დაკარგოს.
ამას გარდა, ჩვენი წყარო ამბობს, რომ ბესელიას დემარში ყველაზე ძვირი პარლამენტის თავმჯდომარეს დაუჯდება. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ საგაზაფხულო სესიებზე, დიდი ალბათობით, კობახიძის და, ზოგადად, სპიკერატის გადაყენების საკითხი დადგება, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ საგაზაფხულო სესიებამდე „ოცნებაში“ არსებულმა განხეთქილებამ კულმინაციას მიაღიოს და პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დაინიშნოს, რომელზეც კობახიძეს გადააყენებენ.კობახიძის გადაყენება კი იმის დემონსტრირება იქნება, რომ ე.წ. ახალგაზრდები „ოცნებაში“ გავლენას დაკარგავენ. სხვათა შორის, გუშინ, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელიამ, რომელსაც გადადგომის განცხადება ჯერ ოფიციალურად არ დაუწერია, პრაქტიკულად, მიანიშნა, რომ რაღაცების მოყოლას აპირებს და ეს „რაღაცები“ ბევრს უხერხულობაში ჩააგდებს.
მსგავს მინიშნებებს აკეთებენ სხვა დეპუტატებიც. მაგალითად, ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს:

„საახალწლო სუფრაზე არ იქნება ჩინჩალაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ და ადამიანების ცხოვრებაში ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ არ იქნება პირველი იანვრიდან. რებუსებით გესაუბრათ ირაკლი კობახიძე ამიტომ თვითონ გასცეს პასუხი. მე გეუბნებით რეალობას, რეგლამენტით როგორ ხდებოდა. იურიდიული კომიტეტი არ აპირებდა ამ საკითხის განხილვას, შესაბამისად ეს საკითხი სესიაზე ვერ და არ გავიდოდა.“

ნუკრი ქანთარიაც არ გამორიცხავს, რომ „ოცნებამ“ დაკარგოს უმრავლესობა: „არც ეს არ არის ტრაგედია და რაც ლოგიკურია, ის უნდა განვითარდეს“.

„ოცნებაში“ დაწყებული შიდა ომზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ საზოგადოების წინაშე ღარ გამოჩენილა. ივანიშვილის დუმილი, ალბათ, ერთგვარი მესიჯია იმისა, რომ „ოცნებაში“ შიდა ომი კიდევ უფრო გამწვავდება და 2019 წლის პირველ ნახევარში მმართველი გუნდი სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42