ზამთრის სესიის ბოლოს სხდომა დეპუტატებმა გუშინ ქუთაისში ჩაატარეს. სესია საქართველოს ჰიმნით დაიხურა. კანონმდებლებმა სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
„სრულდება რიგგარეშე სესია. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ დღეს გვქონდა ბოლო სამუშაო დღე ქუთაისში, რაც ძალიან სამწუხაროა, ალბათ, თითოეული ჩვენგანისთვის. ამ ორი წლის განმავლობაში, ზოგისთვის ექვსი წლის განმავლობაში ნამდვილად შეგვაყვარა თავი ამ ქალაქმა და ძალიან გულდასაწყვეტია ის, რომ ვტოვებთ სამუშაო პროცესს ქუთაისში. და ბოლოს, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს მანდატურებს, რომლებსაც ჰქონდათ რთული სესია და მათ შესანიშნავად და ბრწყინვალედ გაართვეს თავი მათთვის დაკისრებულ ამოცანებს. დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა მათ მუშაობისთვის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დავით მათიკაშვილის თქმით, ქუთაისი იქნება საპოლიციო ჰაბი, რომელის შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებაში გადავა. "შს სამინისტრო ბოლომე გამოიყენებს იმ საჭიროებისთვის, რომელიც მას სჭირდება" - განაცხადა მათიკაშვილმა.
სევდანარევ განცებზე საუბრობდა მამუკა მდინარაძე, რომელიც ფიქრობს, რომ ქუთაისი საუნივერსიტეტო ქალაქი უნდა იყოს.
„გარკვეული სევდა ნამდვილად ახლავს ქუთაისიდან გადასვლას. ქუთაისი უნდა იყოს საუნივერსიტეტო ქალაქი, ქუთაისი უნდა იყოს ტექნოლოგიების ქალაქი. ეს იქნება პოლიციური ფაბი. დარწმუნებული ვარ რომ მინისტრი გახარია, პირად კონტროლზე აიყვანს თითოეულ დეტალს, რაც ამ შენობასთან იქნება დაკავშირებული და მე ვფიქრობ, რომ ფუნქციონალურად იქნება ძალიან დატვირთული,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები






