ამ წუთებში საბჭოს წევრები ლევან მურუსიძეს უსმენენ.
იმ შემთხვევაში, თუ მურუსიძე გასაუბრებას წარმატებით გაივლის, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მას უვადო მოსამართლედ განამწესებს.
ლევან მურუსიძე სანდრო გირგვლიანის საქმის განმხილველი მოსამართლეა და მის წინააღმდეგ უამრავი კითხვა არსებობს.
სხდომაზე არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი დაინტერესდა არის თუ არა სასამართლო სისტემაში კლანი და არის თუ არა მურუსიძე იმ ჯგუფის წევრი, ვინც მართავს სასამართლო სისტემას?
მურუსიძე ირწმუნება, რომ "სასამართლო სისტემაში არ არსებობს კლანი".
"კლანთან დაკავშირებით ჩვენ მოგვდევს „შლეიფი“ და სასამართლოს ლიდერი ამ თემებზე, თურმე ვარ მე. თქვენ გაქვთ ურთიერთობა მოსამართლეებთან, ჰკითხეთ, რა ხერხებით ვახდენ მათ დაშინებას, აქვთ თუ არა შიში ჩემ მიმართ, რომ ასე ერთ პოზიციაზე არიან ყველანი. ამ კლანებზე საუბარი უსაფუძვლოა," - განაცხადა მურუსიძემ.
მისი თქმით, აკმაყოფილებს ყველა იმ კრიტერიუმს, რომლითაც უვადო მოსამართლედ უნდა განმწესდეს.
"მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად ვაკმაყოფილებ კეთილსინდისიერების კრიტერიუმს და მინდა ეს დღეს, ამ სხდომაზე დავამტკიცო იმ არამოსამართლე წევრებთან, რომელებიც გამოდიან და საუბრობენ ჩემზე ათას რაღაცას", - განაცხადა მურუსიძემ.
მისივე მტკიცებით, არავითარი კავშირი არ ჰქონია ყოფილ ხელისუფლებასთან.
და მიხეილ სააკაშვილსაც კი არ იცნობდა ნორმალურად. მე მიმიჩნევენ სააკაშვილის მოსამართლედ, რომელსაც ცხოვრებაში მხოლოდ ორჯერ შევხვდი. მეტიც, არასდროს ვიცნობდი და არასდროს შევხვედრილვარ ზურა ადეიშვილს, არ შევხვედრივარ არასდროს "ნაციონალური მოძრაობის" იმ ლიდერებს, რომლებიც მართავდნენ ქვეყანას. ვერცერთი ვერ დაადასტურებს, რომ უშუალო ურთიერთობა მქონდა მათ რომელიმე ლიდერთან. არც ვანო მერაბიშვილს ვიცნობდი", - განაცხადა მურუსიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






