„სამახსოვროდ ჩხუბიც შეიძლებოდა მაგრამ მელია არ არის და გაგვიჭირდება. ბოლო ბოლო ფოტოსურათი მაინც გადავიღო“ - ნუკრი ქანთარია
პოლიტიკა - 17:33, 27 Dec, 2018     831

პარლამენტში დღევანდელ სესიაზე ქუთაისიდან თბილისში პარლამენტის გადატანის საკითხი განიხილებოდა, რაც კვლავ ურთიერთბრალდებების მიზეზი გახდა. ხმაური სესიაზე ნუკრი ქანთარიას განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც ქუთაისის პარლამენტში სამახსოვრო ფოტოს გადაღება ითხოვა:

„იქნებ პროცედურულად რაღაც გარკვეული, სიმბოლური დავგეგმოთ დღის ბოლოს. ნუ სამახსოვროდ ჩხუბიც შეიძლებოდა მაგრამ მელია არ არის და გაგვიჭირდება. ბოლო ბოლო ფოტოსურათი მაინც გადავიღოთ სამახსოვროდ. ვინ იცის გაზაფხულამდე რა ხდება, დიდი ამბები გველოდება,“-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

მმართველი გუნდი მიღებული გადაწყვეტილების გამო, ქუთაისიდან პარლამენტის კვლავ თბილისში დაბრუნებასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმცირესობამ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა:

„ეს გადატანა ქუთაისიდან თბილისში მე ვფიქრობ რომ არის უკან, წარსულისაკენ გადადგმული ნაბიჯი. ეს არის ბერია-სტალინის ასე ვთქვათ არქიტექტურაში დაბრუნება და ეს არის იმ რეალობაში დაბრუნება, როდესაც ელიტა ცხოვრობს ერთ ქალაქში. იქვე უნდა გადაირბინოს და იქვე უნდა მოაყომაროს ასე ვთქვათ მომავალის და მთელი ქვეყნის ბედი,“-განაცხადა სერგო რატიანმა.

სერგო რატიანს კი გია ვოლსკიმ უახლესი ისტორიის წაკითხვა ურჩია:

„რასაკვირველია ბერია და სტალინის მოხსენიება და იმ შენობასთან დაკავშირება არის ერთ-ერთი ფანდი რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავს უკაცრავად, ახალი „ნაციონალური მოძრაობა“ მაგრამ სერგიმ ეტყობა არ იცის. არ უნახია. არქივებში ჩაიხედეთ და სულ უახლოეს პერიოდში. კომკავშირული სულისკვეთება აი ამ განცხადებებშია,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

ზურაბ ჭიაბერაშვილმა კი განაცხადა, რომ საქართველოს ისეთივე ლუსტრაციის კანონი რომ მიეღო, როგორც ეს 90-იან წლებში რამდენიმე ქვეყანამ გააკეთა, დღეს ბევრი დეპუტატი პარლამენტში ვერ იჯდებოდა:

„მე ნამდვილად ვერ დავტოვებ ბატონი გიას განცხადებას კომკავშირულ სულისკვეთებაზე. პირველი დავიწყებ იქიდან, რომ ნურავინ ნუ მიიღებს პირადად რომ 90-იან წლებში აღმოსავლეთ გერმანიის, ჩეხეთის, პოლონეთის, მსგავსად ლუსტრაციის კანონი, რომ მიეღო საქართველოს კოლეგებო ზოგიერთი ადამიანი საერთოდ არ იჯდებოდა ამ დარბაზში დეპუტატის მანდატით,“-განაცხადა ზურა ჭიაბერაშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობის გამოსვლებმა პატრიოტთა ალიანსის წევრი გააღიზიანა:

„ვანდალისტური აქტები იყო მრავლად იქ. იმ შენობაში განხორციელებული. მაიმუნებივით რომ დახტოდით იმ პარლამენტის დარბაზში. რას ჰგავდა ის ხულიგნობა, თქვენი ე.წ. რეზოლუცია თუ რევოლუცია. რეზოლუცია დანაშაულებრივი ჩვენი ხალხისთვის იყო იმ დღეებში გამოტანილი. როდის დამთავრდება ეს თქვენი ცინიკური და თავხედური გამოსვლები ბოლოს და ბოლოს,“-განაცხადა ადა მარშანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42