იურიდიული ფირმების ასოციაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ნომინირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 17:07, 27 Dec, 2018     1104

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ნომინირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ბოლო დღეების განმავლობაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ნომინირებასთან დაკავშირებით განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გამოავლინა ის უაღრესად კრიტიკული ვითარება, რომელიც შექმნილია სასამართლო სისტემაში.

მოსამართლეობის კანდიდატთა ფორსირებული და არაგამჭვირვალე შერჩევა, შერჩეულ პირთა შორის მხოლოდ მოქმედი მოსამართლეების არსებობა, ზოგიერთ კანდიდატთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული პასუხგაუცემელი კითხვები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის საიდუმლოებით მოცული გადადგომა, სასამართლოებში შექმნილი ვითარება საქმის განხილვის ვადებთან დაკავშირებით, რომელიც გამორიცხავს სწრაფ და ეფექტიან მართლმსაჯულებას, საზოგადოებაში სასამართლოსადმი ნდობის დაბალი დონე - ეს არის მხოლოდ ხილული ნაწილი იმ აისბერგისა, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მართლმსაჯულებას, არამედ ქვეყნის წინსვლას. არ არსებობს თავისუფალი, დამოუკიდებელი და პროფესიონალური სასამართლოს გარეშე განვითარებული და დემოკრატიული სახელმწიფო.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობა და სანდოობა არის ის წითელი ხაზი, რომლის გადალახვაც გამოუსწორებელ შედეგს მოუტანს სახელმწიფოს და მის მომავალს.

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია, რომელიც აერთიანებს ქვეყნის წამყვან 25 იურიდიულ ფირმას და 200-მდე ადვოკატს, ყურადღებით დააკვირდება და აქტიურად ჩაერთვება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესში და ექნება თითოეული კანდიდატის მიმართ თავისი პოზიცია, რომელიც დაეფუძნება ჩვენი წევრების და სხვა ჩვენი კოლეგების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას კანდიდატების სამოსამართლეო საქმიანობასთან დაკავშირებით და ამ პოზიციას გაუზიარებს საზოგადოებას და საქართველოს პარლამენტს.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ ჯერზე მაინც მოხერხდება პროცესის გამჭვირვალობისა და სანდოობის მიღწევა, რაც შედეგად განაპირობებს არჩეული მოსამართლეების მაღალ რეპუტაციას. აღნიშნული კი თავის მხრივ შეიძლება იქცეს სასამართლო სისტემის გაჯანსაღების მძლავრ იმპულსად" - აღნიშნულია საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42