ეკა ბესელიას გადაწყვეტილებას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლის შესახებ პარლამენტის წევრი დავით ჭიჭინაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ ცვლილებები პარლამენტის თავმჯდომარით უნდა დაწყებულიყო და არა ეკა ბესელიათი:
„ეკა ბესელიამ გადადგა ის ნაბიჯი, რითაც ვფიქრობ, რომ ქვეყანას კიდევ ერთხელ აჩვენა თავის სახე, რომ ის იბრძვის სამართლიანობისთვის და არა კარიერისთვის. შესაბამისად, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არის დაპირისპირება ამ „კოლექტიურ ზარდიაშვილებასა“ და ეკა ბესელიას შორის და ვფიქრობ, ბესელიამ თავის ნაბიჯით შეძლო ქვეყანაში უსამართლო მოსამართლეების დანიშვნის შეჩერება. მიუხედავად იმისა, რომ კობახიძე დაჟინებით მოითხოვდა ხვალ ჩატარებულიყო კომიტეტის სხდომა და ყოფილიყო ამ წარმოდგენილი კანდიდატურების განხილვა, ეკა ბესელიამ თავის გადადგომით გააჩერა ეს პროცესი. ვფიქრობ, ის დანაპირები, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას მეორე ტურის წინ მიცა, რომ იქნებოდა რადიკალური ცვლილებები ეკა ბესელიათი არ უნდა დაწყებულიყო, უნდა დაწყებულიყო პორტირებულების „ნაჩალნიკით“, ანუ კობახიძით, მას უნდა დაეტოვებინა თანამდებობა, ხალხი ამას ელოდებოდა“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






