დეკანოიძე უმრავლესობის წევრთა რიტორიკას არ იზიარებს, რომლის თანახმადაც, ბესელიამ პოსტი ვანო ზარდიაშვილთან დაპირისპირების გამო დატოვა.
"ქართულ ოცნებას დიდი ხანია გადაწყვეტილი ჰქონდა გაეშვა ეკა ბესელია პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობის პოსტიდან. როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება შეთანხმებულია ივანიშვილთან, რადგან ამ ქვეყანაში ყველაფერს სწორედ ის წყვეტს - ვინ რა თანამდებობაზე იქნება. ასე, რომ მოიშორეს ბესელია, რომლის გადადგომაც დიდი ხანია გადაწყვეტილი იყო.
დარწმუნებული ვარ, რომ ის მიზეზი, რაც ბესელიამ დაასახელა - დაპირისპირება ზარდიაშვილთან, ტყუილია.
ქალბატონი ბესელია ზარდიაშვილთან წლების განმავლობაში მუშაობდა და მთელი ეს პერიოდი, მას ეს ფაქტი დისკომფორტს არ უქმნიდა. ისევე, როგორც გვრიტიშვილის მოსამართლედ ყოფნა არ უქმნიდა მას უხერხულობას, ისევე როგორც ჩინჩალაძის აღზევება და გადმოპორტირება ოცნებაში.
ბესელია მოიშორა ივანიშვილმა და მასთან დაახლოებულმა წრემ"- თქვა "ნიუპოსტთან" ხატია დეკანოიძემ.
ეკა ბესელიამ თანამდებობა ხმაურიანი განცხადებით დატოვა. როგორც მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, "ვანო ზარდიაშვილსამ კომიტეტს ვერ დავუტოვებდა".
ბესელიამ აღნიშნა, რომ მისი წასვლა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განსახილველად წარდგენილი კანდიდატების სიას უკავშირდება და განმარტა, რომ სიაში არიან მოსამართლეები, რომლებიც მისი შვილის და ძმის საკითხებს განიხილავდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






