დიდი განხეთქილება „ოცნების“ უმრავლესობაში - „ეს კითხვა დაუსვით ზარდიაშვილს“
პოლიტიკა - 14:30, 27 Dec, 2018     2722
"ქართული ოცნების" წევრი, დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ჟურნალისტებს ურჩევს, ვანო ზარდიაშვილს კითხვა დაუსვან ლობირებდა თუ არა ის მიხეილ ჩინჩალაძის დანიშვნას უზენაესი სასამართლოს უვადო წევრად.

დეპუტატმა ეს განცხადება ჟურნალისტების შესაბამისი კითხვის საპასუხოდ გააკეთა:

„ეს კითხვა დაუსვით ზარდიაშვილს, დაუჭერდა თუ არა ჩინჩალაძეს მხარს,"- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
რაც შეეხება ეკა ბესელიას გადაწყვეტილებას, რომელმაც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ცოტა ხნის წინ დატოვა, დეპუტატი გოგიჩქაიშვილი ამბობს, რომ ახალ თავმჯდომარედ უნდა აირჩიონ ისეთი პირი, ვინც მოსამართლეთა წარდგენილ სიას მხარს არ დაუჭერს.

"გუშინდელი სია პარლამენტში ჩავარდა - ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს სია ხვალ გავიდოდა, ეს ადამიანები ჩვენ ხალხს მომავალს მოსტაცებდნენ. განცხადება, რომ პარლამენტმა საკითხი გადადო მოდიოდა იურიდიული კომიტეტიდან. ეს საკითხი კომიტეტზე არ გავიდოდა. ეს იყო ძალიან პრინციპული საკითხი, იურიდიული კომიტეტის წევრების.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც უნდა დაიწყოს მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ჩვენ დღეს ავირჩევთ. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არ უნდა იყოს ის ადამიანი, რომელიც ხვალ რომ ეს საკითხი გასულიყო, ჩინჩალაძეს მხარს დაუჭერდა. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე იქნება ის ადამიანი, ვინც პრინციპულად დაიცავს იმ პოზიციას, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით, შესაბამისი პროცედურების დაცვით, მოხდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევა"- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილი.

ამასთან, ბესელიას გადადგომამ ნათელი გახადა, რომ „ოცნების“ უმრავლესობაში დიდი განხეთქილებაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42