ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის თქმით სამხრეთ ოსეთს ძალიან აშფოთებს საქართველოს მილიტარიზაციის საკითხი.
„ჩვენ არ ვიცით, რა მოუვა თავში მორიგ სააკაშვილს. საქართველოს პოლიტიკა არალოგიკურია. ამის დამადასტურებელია ის ფაქტიც, რომ საქართველოს არ შეუძლია რუსეთთან მეგობრობა, რომელმაც თავის დროზე ის თურქეთისგან და სპარსეთისგან გადაარჩინა.“- განაცხადა ბიბილოვმა.
ბიბილოვის თქმით, თავის მხრივ სამხრეთ ოსეთიც ქმნის უსაფრთხოების საერთო კონტურებს რუსეთთან ერთად.
„ნათელია, რომ საქართველო არ აპირებს შეეგუოს იმ პოლიტიკურ რეალობას, რომელიც არის. მეორე მხრივ ჩვენ გვაქვს შეთანხმება რუსეთთან, სადაც ხაზგასმულია, რომ შეთანხმების მონაწილე ერთ-ერთ მხარეზე თავდასხმა, მეორეზე თავდასხმადაც აღიქმება, ჩვენ უსაფრთხოების საერთო კონტურებს ვქმნით და არცერთ „ქორს“ საქართველოში არ ეყოფა გამბედაობა, რომ ჩვენი სახელმწიფო საზღვრები ხელყოს“- განაცხადა ბიბილოვმა.
მასალის გამოყენების პირობები






