ედპ-ს ლიდერი იმედოვნებს, რომ წმინა სინოდი "რუსეთის უსამართლო სურვილების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას" მიიღებს და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას აღდგენას მხარს დაუჭერს".
"ბევრი წლის წინ, საქართველოს ეკლესიის სინოდს არანაკლებ მძიმე გადაწყვეტილების მიღება უწევდა, ვიდრე უკრაინის ავტოკეფალიის აღდგენის აღიარებაა.
ერთმა, ჩემთვის ძალიან საპატივცემლო და საყვარელმა ადამიანმა, თუმცა მაშინ სხვადასხვა პოზიციაზე ვიყავით, ასეთი რჩევა მომცა - იცოდე სინოდზე გლობალური გადაწყვეტილებების მიღებისას ღვთისმშობლის მადლის გავლენა განაკუთრებით ძლიერიაო და ხვალინდელ გადაწყვტილებას არ დაუპირისპირდეო!
იმ ხვალინდელ დღეს სინოდის გადაწყვეტილებით ძალიან გავიხარე, მინდა მჯეროდეს და დღესაც გავიხარო, როცა გავიგებ, რომ სინოდმა, დღესაც რუსეთის უსამართლო სურვილების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო და უკრაინის ავტოკეფალია აღიარა!"- წერს ქარდავა.
მასალის გამოყენების პირობები






