საქართველოს პრეზიდენტი შემოწირულობის მიღებას არჩევის შემდეგაც განაგრძობს, მას არჩევნებში თითო ხმა 90 ლარი დაუჯდა
პოლიტიკა - 21:23, 26 Dec, 2018     1468

„ქართული ოცნების“ რჩეულმა კანდიდატმა არჩევნებზე თითო მიღებულ ხმაზე 90 ლარი დახარჯა - „ფორბსის: გათვლებით, აღნიშნული მონაცემი 90-ჯერ უფრო ნაკლები იყო გრიგოლ ვაშაძის ბიუჯეტზე, რომელსაც ერთი საარჩევნო ხმისთვის 1 ლარი ჰქონდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან დგინდება, რომ ბიზნესი ფულს პრეზიდენტს არჩევნების შემდეგაც ჩუქნის. „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა 2 მილიონზე მეტი შემოწირულობა მას შემდეგ მიიღო რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ის გამარჯვებულ კანდიდატად გამოაცხადა.

On.ge-ს ინფორმაციით - ზურაბიშვილს მეორე ტურის დასრულების შემდეგ დეკემბერში 60 ათასი ლარი 15-მა ადამიანმა შესწირა, 50 ათასი - სამმა, 40 ათასი - ორმა, 30 ათასი კი - 10-მა. აქედან ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადამხდელი, რომელმაც 180 ათასი ლარი სალომე ზურაბიშვილის ანგარიშზე ჩარიცხა, კომპანია „ილი ჯგუფია“.

თანხა ფირმამ 14 დეკემბერს პრეზიდენტის ფონდისთვის მას შემდეგ გაიღო, რაც 13 დეკემბერს 2.8-მილიონიან ტენდერში გაიმარჯვა და უფასო სასადილოების კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო შეკვეთა მიიღო. საერთო ჯამში 11-13 დეკემბერს „ილი ჯგუფმა“ 7 მილიონის ღირებულების სამი ტენდერი მოიგო, 180 ათასი სალომე ზურაბიშვილს აჩუქა.

კიდევ უფრო მასშტაბური - 20 მილიონიანი ტენდერი მოიგო კომპანია „ცეკურმა“ 3 დეკემბერს. 120 ათასი ლარი კომპანიის ხელმძღვანელმა სერგო და ბექა ხაბულიანებმა სალომე ზურაბიშვილის ფონდში 14 დეკემბერს, სახელმწიფო დაკვეთის მიღების შემდეგ გადარიცხეს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სერგო ხაბულიანი „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი და მმართველი პარტიის დამფინანსებელია:

„ეს კომპანია პირდაპირ დაკავშირებულია ქართული ოცნების ყოფილ დეპუტატთან, სერგო ხაბულიანთან, მაშინაც როცა ის დეპუტატი იყო, ეს კომპანია ათობით მილიონი ლარის ხელშეკრულებას ღებულობდა, მათ შორის თბილისის მერიისგან“, - აღნიშნავს ლევან ხაბეიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42