კახიძე აცხადებს, რომ სამუშაო ჯგუფში შემავალმა პირებმა ერთად უნდა გაწერონ ის კრიტერიუმები, რომელთა გათვალისწინებითაც სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატები უნდა აირჩიონ.
„მნიშვნელოვანია, რომ მანამდე გაიწეროს დეტალურად და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით ყველა ის პროცედურა, რომლითაც უნდა მოხდეს შემდგომში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა.ეს პროცესები გულისხმობს პირველ რიგში კრიტერიუმების შემუშავებას, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს ყველა კანდიდატმა.
ეს პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, საზოგადოებამ უნდა დაინახოს ნათლად როგორ არჩევენ მოსამართლეებს. ეს პირები ვისაც დაამტკიცებს პარლამენტი უვადოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად უნდა აკმაყოფილებდნენ პირველ რიგში პროფესიონალიზმის, მეორე რიგში მაღალი რეპუტაციის და მათ უნდა ჰქონდეთ მაღალი ნდობა საზოგადოების მხრიდან,“-ამბობს კახიძე.
მასალის გამოყენების პირობები






