სკოლებში გოგებაშვილის „დედა ენის" დაბრუნებას კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს - რატომ აკრიტიკებენ ექსპერტები ინიციატივას
პოლიტიკა - 17:47, 26 Dec, 2018     1586
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტებმა გუშინ მხარი დაუჭირეს ქართული ოცნების დეპუტატების ზაზა გაბუნიასა და მარიამ ჯაშის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, განათლების სამინისტრო, ექსპერტთა საბჭოს მეშვეობით, დედაენას იაკობ გოგებაშვილის მეთოდით მოამზადებს და სასწავლო პროცესისთვის დაბეჭდავს.


კანონპროექტის თანახმად, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით, განათლების სამინისტრო ქმნის ექსპერტთა კომისიას, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული ან საერთაშორისო კატეგორიის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მეთოდის საფუძველზე შექმნილი სახელმძღვანელოს მომზადებასა და გრიფირებაზე წარდგენას. ამ სახელმძღვანელოს გრიფირება კი ხდება სპეციალური წესით.

როგორც განმარტებით ბარათშია ნათქვამი, კანონპროექტის მიზანია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ,,დედაენა“- ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდი - საკანონმდებლო დონეზე დაცვა და სასწავლო პროცესში მისი გამოყენებისათვის სამართლებრივი საფუძველის შექმნა.

ექსპერტთა კომისიაში წევრები წინასწარი გათვლებით არ უნდა აღემატებოდეს 10 წევრს, ხოლო გასაწევი ხარჯი 12 000 ლარს. ხარჯების დაფინანსება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ეს ხარჯი ერთჯერადია, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას გადაამუშაოს წიგნი. კანონის მიღებიდან ორ თვეში სამინისტრომ უნდა დააკომპლექტოს ექსპერტთა კომისია და 2019-2020 სასწავლო წლის დაწყებამდე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სახელმძღვანელოს გრიფირებაზე.

აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა განათლების ექსპერტთა მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა, მათი თქმით, მიდგომა ზედაპირულია და ვადები იმდენადაა შემჭიდროვებული და მე-19 საუკუნის სახელმძღვანელოს იმ დონეზე გადამუშავება ვერ მოხდება, რომ ის ციფრულ სამყაროში გაჩენილი ადამიანებისთვის აქტუალური იყოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42