საახალწლო ღონისძიებებში თბილისის მერია 2 მილიონ 700 ათას ლარზე მეტს დახარჯავს. აღნიშნულის შესახებ „მაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, პრემიერის მიერ ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი 1 მილიონ 700 000 ათასი ლარი მომღერლების ჰონორარებისთვის დაიხარჯება:
„20 დეკემბერს პრემიერმა გამოსცა განკარგულება, 1 მილიონ 700 ათასი ლარი გამოჰყო ტენდერის გარეშე რომ საახალწლო ღონისძიებებისთვის დახარჯოს კახი კალაძემ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ განკარგულებაში წერია, რომ 1 მილიონ 758 800 ლარი დაიხარჯება ჰონორარებისთვის. საზოგადოებისთვის რომ კარგად გასაგები იყოს 1 მილიონ 700 ათას ლარს დავხარჯავთ მომღერლებისთვის. მაშინ, როცა 10 ათასობით ბავშვი შიმშილობს, მაშინ როცა 1 მილიონ 700 ათასი ლარი 4000 სოციალურად დაუცველისთვის საკმარისია რომ წლიდან წლამდე გამოიკვებონ.
მოვუწოდებთ დედაქალაქის მერს უარი თქვას ამ, გადაწყვეტილებაზე და თბილისელებს ნუ გადაახდევინებს ხარკს კონკრეტული მომღერლებისთვის, რომლებიც ემსახურებოდნენ ქართულ ოცნებასა და სალომე ზურაბიშვილს,"-ამბობს ხაბეიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






