საპარლამენტო უმრავლესობა იუსტიციის უმაღლესი სანჭოს წევრებს პარლამენტში იბარებს. დეპუტატებს იუსტიციის საბჭოს იმ წევრებთან აქვთ შეკითხვები, ვინც მოსამართლეობის 10 კანდიდატს მხარი არ დაუჭირა.
"ვფიქრობთ, რომ ეს არის გაუმჭვირვალე პროცედურა იმიტომ, რომ პროცესი არ ითვალისწინებს სხვა პროცედურებს, ეს არ არის კანონით გაწერილი და სამწუხაროა, რომ ეს ასეა, ამიტომ მათ ამით ისარგებლეს, შემოიტანეს სია, რომელიც არ ვიცი როდის და სად დაწერეს, რა კრიტერიუმით დაწერეს, რომ ნახოთ რა შემოვიდა პარლამენტში ეს არის ფარატინა ქაღალდი, სახელები და გვარებია. იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ, გვჭირდება კონკრეტულ კითხვებზე პასუხები. პირადად მე კატეგორიულად არ ვუჭერ ამ სიას მხარს, ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი ჰყავთ იმ სიაში მყოფ პირებს დაპატიმრებული,“-ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






