თორუების მრავალშვილიანი ოჯახი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს - 7 მცირეწლოვან ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პოლიტიკა - 15:10, 26 Dec, 2018     1130
თორუების მრავალშვილიანი ოჯახი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. 7 მცირეწლოვან ბავშვს არ გააჩნია ელემენტარული პირობები ნორმალური განვითარებისთვის: ისინი ხშირად შიმშილობენ, ავადმყოფობენ, ხოლო ტანსაცმლის არქონის გამო ხშირად აცდენენ სკოლის გაკვეთილებს. თორუების ოჯახი ნახევრად დანგრეულ სახლში ცხოვრობს, ირგვლივ ობის სუნი დგას, ავეჯი მწყობრიდან არის გამოსული, სახურავიდან კი წვიმა ჩამოდის...

თორუების ოჯახის დასახმარებლად ჩერნოვეცკის ფონდმა საქველმოქმედო აქცია გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 50 ქველმოქმედმა. საერთო ჯამში შეგროვდა 1080 ლარი. ამ თანხით ფონდმა მათთვის შეისყიდა საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები ანუ ის, რაც ყველაზე მეტად ესაჭიროებოდათ მოცემულ ეტაპზე.

მეგობრებო, თქვენ ამ ბავშვებს დიდი საახალწლო საჩუქარი გაუკეთეთ! შესაძლოა, ზოგისთვის ეს თანხა არაფერს წარმოადგენდეს, მაგრამ ამ ოჯახისთვის მას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

ჩვენ გურანდა თორუას და მის ბავშვებს რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ:

გვითხარით, ეხმარება თუ არა თქვენს ოჯახს მერია ან რომელიმე სხვა ორგანიზაცია?

გურანდა თორუა: 540 ლარი 8 ადამიანზე - ეს არის ჩვენი ოჯახის შემოსავალი სოციალური შემწეობის სახით. ჩერნოვეცკის ფონდი არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელმაც მოგვაქცია ყურადღება.

რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებმაც თქვენი პრობლემები გულთან ახლოს მიიტანეს?

გურანდა თორუა: ჩემო კეთილო ადამიანებო, ვლოცულობ თქვენზე, ძალიან დიდი მადლობა! ერთად ამდენი პროდუქტი არასდროს მინახავს ჩემს სახლში! თქვენ ძალიან გაახარეთ ჩემი შვილები. ღმერთმა ბარაქა არ მოგაკლოთ!

ბავშვებო, თოვლის ბაბუა თქვენთან სტუმრად ოდესმე ყოფილა?

ბარბარე, 11 წლის: განა თქვენ არ ხართ თოვლის ბაბუა?! რამდენი საჩუქარი მოგვიტანეთ...და სად არის თქვენი თეთრი წვერები?

გიორგი, 9 წლის: სახლში არ მოსულა თოვლის ბაბუა, მაგრამ ქუჩაში მყავს ნანახი...

ანანო, 8 წლის: სკოლაში გოგოები ყვებიან, რომ მათთან დადის თოვლის ბაბუა და საჩუქრებს ჩუქნის, ჩვენთან კი არ დადის...

გურამი, 12 წლის: ნაძვის ხე ჩვენ არასდროს გვქონია...დედა ამბობს, ძვირიაო...

ანანო: აი, რომ არ ვდგამთ ნაძვის ხეს, ამიტომ არ დადის ჩვენთან თოვლის ბაბუა...

ბავშვებო, რა გსურთ რომ თოვლის ბაბუამ გაჩუქოთ?

გურამი: ჩემი ქურთუკი დაიხა და ვერ ვიცმევ... ისე, „პეჩენია“ მიყვარს ძალიან...

გიორგი: მე მინდა, რომ თოვლის ბაბუამ მაჩუქოს „ბოტასები“...

ანანო: მე კაბა მინდა. აი, ფერიებს რომ აქვთ ისეთი...

ანამარია: მე კი მინდა თოჯინა ბარბი...

მეგობრებო, ამ პატარებს სჯერათ, რომ თოვლის ბაბუა მათ საჩუქრებს აჩუქებს და გაახარებს! ერთი შეხედვით, არც თუ ისე „ძვირადღირებული“ სურვილები აქვთ მათ. მოდით, გახდით მათთვის თოვლის ბაბუა, გაულამაზეთ დღესასწაული, არ დატოვოთ ყურადღების გარეშე! გფარავდეთ უფალი მუდამ!

თქვენ ასევე შეგიძლიათ ამ ბავშვებისთვის გაიღოთ ფულადი შემოწირულობა. ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშია: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: თორუების ოჯახი). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც: chernovetskyifund.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42