„ულტრანაციონალისტური მოძრაობის წევრი თორნიკე ვაშაკიძე რუსულ პროპაგანდაზე გაკეთებული სიუჟეტის გამო მხოლოდ შეურაცხყოფას კი არ მაყენებს, სარზე დასმით მემუქრება და სამსახურში, ანუ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში მოლოტოვის კოქტეილების შემოგდებას აპირებს, როგორც თავად ამბობს. ვიღაც ტროლი, ამოფარებული გერმანულ სახელსა და გვარს, მეუბნება, რომ არაბი კაცებისგან ჯგუფურ სექსუალურ ძალადობას ვიმსახურებ. ნუ, გინებაზე არაფერს ვამბობ, უკვე მივეჩვიეთ ჟურნალისტები. არსებობს რაიმე სამართლებრივი ბერკეტი ასეთ დროს?“- წერს ქეთი თუთბერიძე ფეისბუკზე.
ქეთი თუთბერიძის მიერ მომზადებული სიუჟეტი გადაცემა "ახალ კვირაში" 23 დეკემბერს გავიდა. გადაცემაში საუბრობდა ანონიმური რესპოდენტი, მისი თქმით ის ერთ-ერთი ანტიდასავლური ფეისბუქ ჯგუფის წევრი იყო. ანონიმური რესპოდენტის თქმით დეზინფორმაციის და ანტიდასავლური პროპაგანდის გასავრცელებლად გარკვეული სტრატეგია იყო შემუშავებული და გარკვეული მედიასაშუალებების ბმულებზე ან კონკრეტული ფეისბუკმომხმარებლების პოსტებზე მიზამიმართული შეტევა ხორციელდებოდა.
თავად თორნიკე ვაშაკიძე ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ კომენტარი ცილისწამების საპასუხოდ აღელვებულზე დაწერა:
"შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia მე თვითონ წარმოვადგენ,რომელ სქრინზე დაყრდნობით აპირებენ ჩივილს და არ წავშლი ! სად ვამბობ, ამ სქრინში,რომ მე ვაპირებ მოლოტივის კოქტეილის სროლას პირველ არხზე ან ვინმეს სარზე გასმას ?! თუ ამას ვფიქრობ და მიმაჩნია,რომ ღირსია თუმცა არ მიმაჩნია ფიგურლურად ვთქვი ეს ყველაფერი ამის გამო უნდა დამაპატიმროს ვინმემ? :) რადგან მწამებდნენ ცილს რუსეთის სპეც-სამსახურებთან თანამშრომლობაში და სამშობლოს ღალატში ცხადია ემოციურად ნერვები მქონდა მოშლილი ! კიდევ არანაირი ულტრა-ნაციონალისტური ორგანიზაციის წევრი არ ვარ,მე ვარ მოქალაქე რიგითი ულტრა-მემარჯვენე პოზიციებით! თუ ამაზე საქმეს აღძრავთ კი ბატონო ველოდები! .პს იმავე ლოგიკით ფეისბუქ გვერდი :ღმერთო მეტეორი" გვერსოლე არის გენოციდისკენ მოწოდება და ადამიანის როგორც სიცოცხლის ფორმის დასასრულის გეგმა“- წერს თორნიკე ვაშაკძე.
ეროვნულ სოციალისტური მოძრაობა ,,საქართველოს ეროვნული ერთობა'' კი აცხადებს, რომ თორნიკე ვაშაკიძე მოძრაობის წევრი აღარაა:
„ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს ,,საქართველოს ეროვნული ერთობის" წევრი, პირველი არხის ჟურნალისტს ემუქრება. თორნიკე ვაშაკიძე, რამდენიმე თვეა, რაც აღარ გახლავთ მოძრაობის წევრი, მაშასადამე ის აღარ წარმოადგენს ,,ეროვნულ ერთობას".
რაც შეეხება ე.წ ,,მუქარას", თორნიკეს სიტყვებში არ იკვეთება არანაირი მუქარა, რაც თავშივე გულისხმობს იმას, რომ არ არსებობს მიზეზი იმისა, რომ საქმე მუქარის მუხლით აღიძრას.
,,საზოგადოებრივმა" მაუწყებელმა, უკვე არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის არა საზოგადოების, არამედ მემარცხენეების სამსახურში დგას.“- წერია მოძრაობის ფეისბუკგვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები






