2018 წელს ქალაქის მთავრობამ 44 სხდომა გამართა
პოლიტიკა - 12:32, 26 Dec, 2018     634

2018 წელს ქალაქის მთავრობამ 44 სხდომა გამართა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2018 წელს ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, თუმცა კახა კალაძის განცხადებით, მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი სამუშაო იქნება შესასრულებელი.

„საკმაოდ საინტერესო წელი იყო 2018. ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. იყო გამოწვევები და პრობლემები, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენ ღირსეულად ვუპასუხეთ ყველა მათგანს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქალაქში ყველაფერი მოწესრიგებულია და ყველა პრობლემა მოგვარებულია, რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო მეტი გვექნება სამუშაო და უფრო მეტი გვექნება გასაკეთებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მოსახლეობას მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ჩვენ ამას ვგრძნობთ და დარწმუნებული ვარ მომავალშიც ვიგრძნობთ. ეს დამატებით სტიმულსა და შემართებას გვაძლევს, რომ ღირსეულად ვემსახუროთ ჩვენს ქალაქს, თბილისს და თბილისელებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ერთწლიანი მუშაობისთვის მადლობა თბილისის მერიის თითოეულ თანამშრომელს გადაუხადა და კიდევ უფრო აქტიური, ნაყოფიერი და ქალაქის განვითარების ახალ საფეხურზე გადამყვანი წელი უსურვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42