პარლამენტში მძიმე დანაშაულების გამოძიების ხანდაზმულობის ვადის 5 წლით გახანგრძლივებაზე იმსჯელებენ
პოლიტიკა - 10:52, 26 Dec, 2018     414

პარლამენტშო დღეს რგგარეშე სხდომა გაიმართენა, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემა მძიმე დანაშაულების გამოძიების ხანდაზმულობის ვადის 5 წლით გახანგრძლივება იქნება. სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილების განხილვა საკანონმდებლო ორგანოში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. კანონპროექტი მიზნად ისახავს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის გამოძიების წარმართვისათვის ხანდაზმულობის ვადის 5 წლით გაზრდას.

„განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, რომელსაც მიეკუთვნება მკვლელობა, ყაჩაღობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ტერორისტული აქტი და სხვა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისაკენ მიმართული ძალიან მძიმე შემთხვევები შესაძლოა დღეს კანონით დადგენილი ხანდამულობის ვადის გამო დარჩეს გაუხსნელი ან დამნაშავე დაუსჯელი. ამ კატეგორიის დანაშაულთა სპეციფიკიდან გამომდინარე, დადგა საკითხი კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გაზრდისა, რადგან გამოძიებისთვის პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც გამოძიება შესაძლოა შეწყდეს ამ მოტივით. შესაბამისად, საჭიროა სულ მინიმუმ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულობების შემთხვევებში კიდევ უფრო ხანგრძლივი ხანდაზმულობის ვადა არსებობდეს. ეს მთლიანობაში ეხება სამართლიანობის აღსრულების იდეას.“- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. ცვლილება შედის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველ ნაწულში. კერძოდ: განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ხანდაზმულობის ვადა, ნაცვლად ოცდახუთი წლისა განისაზღვრება ოცდაათი წლით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42