თემირლამ მაჩალკაშვილი ოჯახი აცხადებს, რომ მათი შვილი უდანაშაულო იყო და ხელისუფლებას შეცდომა მოუვიდა. მოკლული ახალგაზრდის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ხელისფლებისგან ამ შეცდომის აღიარებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს. ამ მოთხოვნით ის უკვე რამდენიმე თვეა პარლამენტთან აქციებს მართავს.
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაცია EMC მიმდინარე გამოძიების შედეგებს დღეს ბრიფინგზე შეაჯამებენ - ისინი პარლამენტისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ.
ამ ხელისუფლებისგან არა ყოფილა, არც გამოძიება მიმდინარეობდა. ესენი უბრალოდ ხალხს ატყუებდნენ რომ გამოძიება მიდის. ყოველთვის ვამბობდი, რომ ესენი არ იტყვიან რომ ჩვენ შეცდომა მოგვივიდა, ან სახელმწიფოს შეცდომა მოუვიდა,"-აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორის თამთა მიქელაძის თქმით, მიმდინარე გამოძიება აშკარად ფორმალურ ხასიათს ატარებს.
2017 წლის 26 დეკემბერს სუს-მა პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლის მიზანიც მათი თქმით იმ პირების დაკავება იყო, რომლებიც აჰმედ ჩატაევსა და მის ტერორისტულ დაჯგუფებას საქართველოში ბინის და იარაღის მოძიებაში დაეხმარნენ. თემირლან მაჩალიკაშვილის პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საკუთარ სახლში, შუბლის არეში დაჭრეს. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილი დაკავების მომენტში სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. ვერსიას დაჭრილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მას მძინარე მდგომარეობაში ესროლეს.
მასალის გამოყენების პირობები






