გაზის ტარიფის მოსალოდნელ გაძვირებას ოპოზიცია ხელისუფლების მავნებულური პოლიტიკის შედეგს უწოდებს. ენმ-ს წევრის ხატია დეკანოიძის თქმით ეს კიდევ უფრო დიდ ტვირთად დააწვება ისედაც გაჭირვებულ მოსახლეობას:
"იმ შემთხვევაში თუ გაიზრდება გაზის ტარიფი და სავარაუდოდ გაიზრდება, ამას მიუთითებს უკვე სემეკის განცხადებაც, ეს დააწვება ძალიან მძიმე ტვირთად მოსახლეობას და მაშინ როდესაც ესეთ გაჭირვებაშია ხალხი, ეკონომიკის მინისტრი გამოდის და რბილად რომ ვთქვათ, სულელურ განცხადებებს აკეთებს, განცხადებებს რომელსაც საერთო არაფერი არ აქვს ადეკვატურ ეკონომიკის პოლიტიკის გატარებასთან"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია 26 დეკემბრის საჯარო სხდომაზე იმსჯელებს შპს „ყაზტრანსგაზ თბილისისთვის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისთვის“ და სს „საქორგგაზისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარების და მოხმარების 2019 წლის ტარიფების დადგენის შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები






