საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალებს ახალი ემბლემა აქვს
პოლიტიკა - 20:41, 25 Dec, 2018     1887
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალებს ახალი ემბლემა აქვს.


უწყებაში აცხადებენ, რომ ემბლემა ჰერალდიკის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.

"ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 2017 წელს ჰერალდიკის საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე, თავდაცვის სამინისტრომ გერბზე არსებული ხარვეზების გამოსწორების მიზნით, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან ერთად აქტიური მუშაობა დაიწყო. შეიქმნა სამუშაო კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ როგორც ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს, ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგნელები. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ დაადგინა, რომ 2018 წლის 20 დეკემბრამდე მოქმედი გერბი არ შეესაბამებოდა საქართველოში დამკვიდრებულ ჰერალდიკურ ნორმებს - ჯვრის ის სახეობა, რომელიც გამოსახული იყო ლოგოზე, არ დასტურდება ქართულ ჰერალდიკურ მემკვიდრეობაში, ასევე არ არის გამოსახული საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებზე. ჰერალდიკის საბჭომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ლოგოზე ასახულიყო საქართველოს სახელმწიფო დროშაზე დატანილი ჯვრის, კერძოდ ბოლნურ -კაცხური ჯვრის სახეობა. საქართველოში დამკვიდრებულ ჰერალდიკურ ნორმებთან დაახლოების მიზნით, ძველი სიმბოლოდან ამოღებული იქნა დაფნის ტოტი და რვაქიმიანი ვარსკვლავი, რომელიც უცხოა საქართველოს ჰერალდიკური ტრადიციისთვის. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს განმარტებით, ქართული ჰერალდიკისთვის დამახასიათებელია ვაზის ან მუხის რტოს წნული.

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსა და თავდაცვის სამინისტროს ხანგრძლივი ურთიერთთანამშრომლობით შემუშავდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ახალი სიმბოლიკა, მათ შორის სამხედრო-საბრძოლო დროშების სრული პაკეტი და ემბლემა.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებას თან ერთვის საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს 2017 წლის 24 ოქტომბრით დათარიღებული წერილი"- აცხადებენ უწყეწბაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42