დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია ოპონენტების კითხვებს პასუხობდა.
პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ გიორგი ქობულიას უწყება ვერ ითვისებს მისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს.
„თქვენ ხართ არა ქართული ოცნების მთავრობის წევრი, არამედ რაღაც პოლიტიკური მიმომხილველი, ან ექსპერტ-ანალიტიკოსი, რომელიც გვესაუბრებით რაღაც, თითქოს, სხვა მთავრობაზე, სხვა გუნდზე ვსაუბრობთ. ახლა დავაკონკრეტებ, რას ვგულისხმობ - როდესაც ამბობთ, რომ ინფრასტრუქტურა არის გასავითარებელი, ამავე დროს, წესით, უნდა გქონდეთ ინფორმაცია, რომ თქვენი ინფრასტრუქტურის სამინისტრო ვერ ითვისებს იმ გამოყოფილ ბიუჯეტს, რომელიც მისთვის არის დამტკიცებული. ასეულობით მილიონი ლარი არის გაუხარჯავი,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.
განცხადება გააკეთა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით ჭიჭინაძემ:
„ყველაფერი აქციეთ ციფრებად, რაა. ფინანსთა მინისტრი იძახის, რომ რა მოხდა, გადამზიდავებს შევამცირებთ, 3 ათასი კაცი დარჩება უმუშევარი, ახლა იქ სიგარეტზე გვაქვს, აგარა დარჩება უმუშევარი. ციფრებად გაქვთ ქცეული. რა მოხდა, 3 ათასი, ათასი, 2 ათასი. ეს კონკრეტული ადამიანები არიან და კონკრეტული ოჯახებია მათ უკან, როდესაც ისინი სამუშაოს კარგავენ, ეს არის მათი პირადი ტრაგედია,“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






