„მაგალითად, მე მაქვს ვალი დოლარში და ასეთი ძალიან ბევრია. ჩემი ვალი ჩვენი ხელისუფლების პირობებში 2.5-ჯერ გაიზარდა და ეს განაპირობებს იმას, რომ მე უფრო ღარიბულად ვიცხოვრებ, ვიდრე მანამდე ვცხოვრობდი და ასეთი საკითხები როგორ იქნება მოგავრებული?" - განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კი განაცხადა, რომ დღეს მოსახლეობას უჭირს, თუმცა, იმაზე მეტად არა, ვიდრე უჭირდა წინა პერიოდებში.
„ერთადერთი, რაც მე ვთქვი, რომ რადგანაც ხალხს ასე უჭირს, იმისგან, რომ დღეს არ უჭირს ბევრად უფრო მეტად, ვიდრე უჭირდა გუშინ, ამ ხალხის სიტუაცია არ იოლდება. ვისაც აქვს ამაზე კითხვა და პრეტენზია, შემიძლია, დავუჯდე და სახალხოდ, დეტალურად გავურჩიო, მაგრამ ვისაც ექნება ამაზე პრეტენზია, არ ვურჩევ ამ საკითხზე ჩემთან დაჯდომას,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
მასალის გამოყენების პირობები






