დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში მომავალი წლის ბიუჯეტი წარადგინა. კალაძის თქმით, 2019 წლის ბიუჯეტი მილიარდ ლარს გადააჭარბებს. მერის განცხადებითმ, მომავალი წლის ბიუჯეტის 38% ინფრასტრუქტურულ პროექტზებზე დაიხარჯება.
„დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი ერთ მილიარდ ლარს გადააჭარბებს. ეს არის მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა უფრო მეტი საინტერესო პროექტი განვახორციელოთ თბილისისთვის. ამ ბიუჯეტის 38% ინფრასტრუქტურული მიმართულებით დაიხარჯება, რადგან ბევრი რაიონი, ქუჩა და უბანია დარჩენილი, რომელსაც მოწესრიგება სჭირდება. დაახლოებით 35%-ზე ცოტა მეტი დაიხარჯება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მიმართულებით. სამწუხაროდ, თბილისში ჯერ კიდევ რჩება ბევრი ოჯახი, რომელსაც ყველაზე მეტად უჭირს და მათ დედაქალაქის მთავრობის, ასევე, საკრებულოს თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება. შესაბამისად, ბიუჯეტი ამ მიმართულებით 20 მილიონი ლარით იზრდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






