დედაქალაქის გენერალურ გეგმას ალეკო ელისაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება. ელისაშვილით, თქმით კალაძემ მოიტყუა.
"ძალიან კარგად მახსოვს ქალაქის მერის დაპირება რომ საკრებულო 2018 წელს დაამტკიცებდა გატანჯულ გენ.გეგმას და თბილისს 1 იანვრიდან ექნებოდა ამოქმედებული დოკუმენტი. რამდენიმე დღეში ახალი წელია, საკრებულოს გენ.გეგმა არ დაუმტკიცებია, შესაბამისად ქალაქის მერმა მოიტყუა, 1 იანვრიდან არაფერიც არ ამოქმედდება. რატომ არ მიიღეს დაპირების მიუხედავად გენგეგმა? - ლოგიკურად ისმის კითხვა. იმიტომ ხომ არა რომ ნინოშვილის ქუჩაზე გენგეგმით გათვალისწინებული რეკრეაციის ნაცვლად კორპუსები უნდა აშენდეს? იმიტომ ხომ არა რომ ჟვანიას ქუჩაზე ფერდობი მოჭრეს და უზარმაზარ კორპუსს აშენებენ? გენგეგმას იმიტომ ხომ არ ებრძვიას საერთო ჯამში რომ ცეხავიკ-"დეველოპერებს" ყელში აქვთ გაჩხერილი? თბილისის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის პასუხებს ველი კიდევ ერთ ტყუილ დაპირებაზე", - წერს ელისაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






