უვიზო რეჟიმის საკითხი და საზღვრის კვეთის წესების დარღვევა - საგარეო უწყებაში ირანის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა
პოლიტიკა - 13:31, 25 Dec, 2018     530

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან სეიედ ჯავად ყავამშაჰიდისთან და ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენლებთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალი ასგარ მოჰამმადი.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული, მათ შორის ბოლო პერიოდში საკონსულო და საზღვრის კვეთის დროს წარმოქმნილი საკითხები.

აღინიშნა, რომ ცალკეულ შემთხვევებში ადგილი აქვს ირანის მოქალაქეების მხრიდან საქართველოს საზღვრის კვეთის წესების დარღვევებს (ხშირად სათანადო ინფორმაციის არქრონის გამო) და ამისთვის საჭიროა მათი ინფორმირებულობის გაზრდა. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ირანელ კოლეგებს შესაბამისი სტატისტიკა წარუდგინა.

ირანულ მხარესთან ასევე შეთანხმდა, რომ ქართულ მხარესთან თანამშრომლობით და ირანელი ვიზიტორების ცნობადობის გაზრდის მიზნით, მომზადდება შესაბამისი საინფორმაციო მასალა საქართველოს საზღვრის კვეთის, საქართველოში ბიზნესის წარმოების, სწავლის ან მკურნალობის რეგულაციების შესახებ, რომელსაც ირანული მხარე შესაბამისი უწყებების და ორგანიზაციების მეშვეობით გაავრცელებს.

შეხვედრაზე ასევე განხილული იყო საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულება და შეთანხმდა, რომ სასურველია მოხდეს ხელშეკრულების დებულებების დახვეწა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ხელშეკრულების არასწორი მიზნით გამოყენების შესაძლებლობებს.

შეხვედრის დასასრულს ირანულმა მხარემ აღინიშნა, რომ შეხვედრისას მიღებულმა ინფორმაციამ სიცხადე შეიტანა განხილულ საკითხებში. ორივე მხარემ, გამოხატა მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ მომავალში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42