სამუშაო ადგილების შექმნა, ინკლუზიურობა და სიღარიბის დაძლევა ჩვენი მთავარი მიზანია - ქობულია
პოლიტიკა - 13:19, 25 Dec, 2018     676
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის სტრატეგიის ძირითად მიზნებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.


გიორგი ქობულიას განცხადებით, სიღარიბესთან ბრძოლა დღესდღეობით უმთავრესი ამოცანაა. „რა თქმა უნდა, ხალხს უმძიმესად უჭირს, 20% ეს არის უზარმაზარი მაჩვენებელი, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ სიღარიბეს", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. მისი ინფორმაციით, ბოლო 3 წლის განმავლობაში სიღარიბის შემცირების ტემპები საგრძნობლად შენელდა. სიღარიბის დაძლევის ბევრად უფრო მაღალი ტემპი გვჭირდება.

სამუშაო ადგილების შექმნა გიორგი ქობულიას აზრით, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. „საქართველოს ეკონომიკაში იქმნება ახალი სამუშაო ადგილები და ეს არის სტატისტიკა. თუმცა, ჩვენ ვთვლით, რომ ეს არ არის საკმარისი. მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამუშაო ადგილები იქმნება - ჩვენ გვინდა, ეს მაჩვენებელი წელიწადში 60 ათასამდე ავიყვანოთ", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების მინისტრმა.

სამუშაო ძალის კვალიფიკაცია და შესაბამისად, საბაზისო პროფესიების ათვისება დღესდღეობით ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ამას გარდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან გამოწვევაზე ისაუბრა, კერძოდ: ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეფექტურობა, საქონლის ღირებულებაში ტრანსპორტირების კომპონენტის შემცირება; საკანონმდებლო ბაზის დამატებითი დახვეწა; ხარისხის სისტემების დაახლოება განვითარებული ქვეყნების სტანდარტებთან; ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით საშუალო და მცირე ბიზნესისთვის; ინვესტორების მოზიდვა და ხელშეწყობა; სახელმწიფო ქონების ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვა და სახელმწიფო კომპანიების ეფექტიანობის ზრდა.

სამუშაო ადგილების შექმნა, ინკლუზიურობა და სიღარიბის დაძლევა, - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, სწორედ ესაა ეკონომიკური ზრდის სტრატეგიის ძირითადი მიზნები. ამას გარდა, გიორგი ქობულიას აზრით, მნიშვნელოვანი გამოწვევებია ასევე ვაჭრობის საექსპორტო პოტენციალია განვითარება, ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დამყარებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და პროდუქტიულობის ზრდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42